Online Support (TeamViewer)
Online Support (AnyDesk)
Facebook
Geo
Eng
Personal Space
News

რამდენად დაცულია თქვენი კონფიდენციალობა ინტერნეტ სივრცეში ?

28-11-2017
 ყოველ ჯერზე, როდესაც ინტერნეტში რაღაცას ვეძებთ ან უბრალოდ ვკითხულობთ, ჩვენი მონაცემები ავტორიზაციის გარეშეც კი შეიძლება აღმოჩნდეს არასასურველ ხელში. 
შიდა პროგრამული უზრუნველყოფის ან კომპიუტერის დაუცველობამაც შესაძლოა გააუარესოს ჩვენი ანონიმურობის ხარისხი. 
    როდესაც ნელ-ნელა „შეგროვებული“ პირადი ინფორმაცია სადღაც კომბინირდება, ჩვენი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება, რადგან იგი ხელმისაწვდომი ხდება ამოუცნობი წყაროებისთვის. აღსანიშნავია, რომ ონლაინ უსაფრთხოების მტრები მხოლოდ ჰაკერები არ არიან, მსოფლიო სკანდალის მაგალითად რჩება ედუარდ სნოუდენი, ყველასათვის უცნობი 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორად მუშაობდა. მან ამერიკის მიერ წარმოებული საიდუმლო თვალთვალის პროგრამაზე ინფორმაცია პრესაში გაჟონა და პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთში მიიღო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ქვეყნების მთავრობებიც არ ერიდებიან ათასობით მოქალაქის პირადი ინფორმაციის გამოყენებას.  
უამრავი ახალი დაცვის ხერხი და პროგრამული უზრუნველყოფა გვპირდება უსაფრთხოებას, სანამ ინტერნეტ აქტივობებით ვართ დაკავებული და მაინც მთავარი კითხვები რომელიც მუდმივად ტრიალებს: ნამდვილად მუშაობს თუ არა ეს სისტემები? და თუ მუშაობს რამდენად ხარისხიანად?  
მოდით შევხედოთ:  
Anti viruses and firewalls suites 
ინტერნეტში ბევრი უფასო ანტივირუსის პროგრამა არსებობს, მათგან ყველაზე მეტად პოპულარულია Avast, შესაძლოა უფასო ანტივირუსის იდეა მაცდუნებლად გამოიყურება, მაგრამ Avastსთვის მიყენებული დარტყმები გვაჩვენებს, რომ კარი, რომელსაც გამოცდილი ჰაკერი ვერ გააღებს არ არსებობს.  
როგორც ჩანს ფასიან ანტივირუსებსაც აქვთ საკუთარი სისუსტეები, ბოლო დროის ყველაზე ცნობილი  რუსული კომპანიის Kaspersky Lab ირგვლივ ატეხილი სკანდალიც ამას მოწმობს, 2017 წლის სექტემბერში აშშს სახელმწიფო უსაფრთხოების მდივანმა Kaspersky Lab ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გამოყენების გაუქმება მოითხოვა აშშს სამთავრობო სექტორებში, რადგან შესაძლოა არსებობდეს საშიშროება, რომ Kaspersky Lab მომხმარებლების პირად ინფორმაციას რუსეთის მთავრობას აწვდიდეს. მიუხედავად კომპანიის მხრიდან ამ ბრალდების უარყოფისა, ბაზარზე მისი მდგომარეობა სანდოობის თვალსაზრისით საკმაოდ შეირყა და ბევრ მომხმარებელზეც იქონია გავლენა.  
Virtual Private Network (VPN)  
  Wi-fi, hotspots გამოყენებამ, VPN აქცია ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად ონლაინ კომუნიკაციისა და ქსელის დაცულობის საკითხში. თუმცა აქ კიდევ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, თუ როგორ იყენებს VPN პროვაიდერი იუზერის ინფორმაციას, იმ შემთხევაში თუ იუზერის აქტივობის ჩანაწერი ინახება, ანონიმურობა შეიძლება დაირღვეს.  
Private / incognito mode 
ბრაუზერები გვთავაზობენ ე.წ. „ინკოგნიტო რეჟიმს“, მიუხედავად იმისა, რომ „კონფიდენციალობის რეჟიმი“ ასოცირდება დაფარვასა და დაცულობასთან, მას არაფერი აქვს საერთო ონლაინ უსაფრთხოებასთან. რეალობა ისაა, რომ ყველანაირ აქტივობას „incognito mode” ინახავს და მხოლოდ იმათ უმალავს, ვინც უშუალოდ თქვენი კომპიუტერით იწყებს სარგებლობას. არ ინახება ინფორმაცია იმ ფეიჯების შესახებ, სადაც შედიხართ, საკვანძო სიტყვების, რასაც საძიებო ველში წერთ, პაროლების და ა.შ. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი კარგია, როდესაც თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები იყენებენ თქვენს კომპიუტერს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის რომელიმე ვებსაიტს ან ISPს რომ წვდომა მოიპოვონ თქვენს მონაცემებზე.  
 
შეიძლება კი დაშიფრვა იყოს პასუხი?! 
TecSec CEO  Jay Wack აცხადებს: "თქვენ არ შეგიძლიათ ქსელის დაცვა, მხოლოდ მონაცემები შეიძლება იყოს უსაფრთხოდ.“  
მონაცემთა შიფრაცია რეალური  და შესაძლოა, ერთადერთი ეფექტური გამოსავალი იყოს. წვდომის ამდენი წერტილების დაცვა ჰაკერებისგან როგორც ჩანს  წარმოუდგენელია. მრავალი კიბერ ექსპერტის მიერ გამოთქმული გადაწყვეტა ამ საკითხების შესახებ არის მონაცემთა დაცვა დაშიფვრის საშუალებით.  
 კომუნიკაციის ბევრ გიგანტს უკვე დანერგილი აქვს შიფრაციის სისტემები, რათა დაიცვას ყველაზე გავრცელებული მყისიერი შეტყობინების სერვისები, როგორიცაა: WhatsApp, Facebook Messenger და Apple's iMessage. შიფრაცია ჯერჯერობით ყველაზე მყარი ალტერნატივაა, რომელიც ბიზნესის და  მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტექნოლოგიები გვაძლევს უსაფრთხოების  გარანტიებს  გარე თავდასხმებისგან, ჰაკერები და სხვა ტიპის თავდამსხმელები მაინც რჩებიან პოტენციურ საფრთხედ.  
საბოლოო ჯამში, კი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას: სანამ ჩვენ გვაქვს რაღაც, რისი დაცვაც გვსურს, ის ყოველთვის საინტერესო იქნება სხვისთვის და ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც შეეცდება მიიღოს ის, რაც კანონით არ ეკუთვნის.  
Our Partners:
All Partners