|
|
პირადი სივრცე
|
|
სახალისოა ის ფაქტი, რომ პირველი ონლაინ შეძენა 1994 წელს განხორციელდა. ეს იყო სტინგის ალბომი „Ten Summoner’s Tales”, დღეს კი Ebay-ზე შეიძლება შეიძინოთ მიწა, სახლი და სხვა უამრავი რამ) ეს ამტკიცებს, რომ ელექტრონულმა კომერციამ საოცარი მასშტაბები შექმნა და რა გასაკვირია რომ სარგებლთან ერთად თაღლითებისთვის მიმზიდველიც გახდა.
საფრთხეები, რომელიც თქვენს დანაზოგს ემუქრება:
ინტერნეტით სხვადასხვა ნივთების გამოწერისა და შეძენისას ჩვენ შეგვყავს პირადი მონაცემები ვებ გვერდზე, რომელსაც არ აქვს უსაფრთხოების პარამეტრები. შესაძლებელია ჰაკერული შეტევის დროს გატეხონ მონაცემთა ბაზა და მოიპარონ თქვენი პირადი მონაცემები, მათ შორის ინფორმაცია საკრედიტო ბარათის შესახებ.
ასე რომ ფრთხილად იყავით: ისარგებლეთ სანდო ვებ გვერდებით, მაგალითად, რომლებზეც ასეთი ნიშანია „Verified by VISA, Mastercard Secure Code.”
ასევე რეკომენდირებულია იქონიოთ დამატებითი ბარათი, რომელზეც დააწესებთ ლიმიტს ან დამატებითი უსაფრთხოება გექნებათ გააქტიურებული (მაგალითად, სმს უსაფრთხოების კოდი).
ონლაინ შოპინგის ერთერთი ყველაზე დიდი ნაკლია საკრედიტო ბარათებით თაღლითობის შემთხვევები.
თაღლით იუზერს შეუძლია ჩაგერთოთ გადახდის პორტალზე გადასვლისას.
თქვენ ირჩევთ სასურველ პროდუქტს, შემდეგ აჭერთ გადახდას, მაგრამ რეალური პორტალის მაგივრად ხვდებით თაღლითი იუზერის პორტალზე, სადაც ყველაფერი ორიგინალს ჰგავს, ასეთ შემთხვევაში საკრედიტო ბარათის მონაცემები ცუდ ხელში აღმოჩნდება.
ამის თავიდან ასარიდებლად არსებობს ანტივირუსები, რომელთაც დამატებითი ფუნქცია გააჩნიათ, ამოიცნოს საეჭვო მისამართები და დაბლოკოს მათი ჩატვირთვა.
ნუ ისარგებლებთ უცნობი ვებ გვერდებითა და აპლიკაციებით, რადგან ზოგიერთი აპლიკაცია შეიძლება უკანონოდ აგროვებდეს თქვენს ინფორმაციას და აგზავნიდეს შემქმნელთან, მათ შორის ნებისმიერი საკრედიტო ინფორმაცია, გადარიცხვები, ვიზიტები ინტერნეტში, თქვენი კონტაქტები და სხვა პირადი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ზიანის მომტანი გახდეს თქვენთვის.
თუ დაკვირვებიხართ, Amazon.com შესვლისას ზედა მარცხენა კუთხეში, ვებსაიტის მისამართის გვერდით დაბლოკვის სიმბოლო ჩანს, ეს ნიშნავს რომ ვებსაიტი იყენებს უსაფრთხოების პროტოკოლს, ანუ თქვენი მონაცემები გადაცემის მომენტში დაშიფრულია. ასეთი ნიუანსები საშუალებას მოგცემთ ყალბი ონლაინ შოპინგის საიტები რეალურისგან განასხვაოთ.
Online ბანკინგის შემთხვევაში მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალის გათვალისწინება:
ჩვენი პარტნიორები:
|
ყველა პარტნიორი |