|
|
პირადი სივრცე
|
|
Financial Malware
არაფერია იმაზე ცუდად წარმოსადგენი, როდესაც აღმოაჩენ რომ საკუთარი საბანკო ანგარიშიდან ფული გაქრა. ფინანსური მალვეარი სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ დროსთან ერთად უფრო განვითარებული ხდება. ყველაზე გავრცელებულ ფინანსურ მალვეარს შეუძლია კომპიუტერიდან მოიპაროს თქვენი ყველა ექაუნთის log-in და პაროლი. ამასთანავე თუ როგორ დაიცვათ საკუთარი საკრედიტო ბარათი თაღლითობისგან იხილეთ აქ: https://goo.gl/kHE5kn
Botnets
Botnets არის ქსელი, რომელშიც მფლობელის ცოდნის გარეშე კერძო კომპიუტერებია ჩართული და მავნე მიზნებისთვის გამოიყენება.
მთავარი მიზეზი რის გამოც Botnets საფრთხედ ითვლება არის კრიმინალური ორგანიზაციების მიერ მისი გამოყენების საშიშროება, კრიმინალურ ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ Botnets spywareის გასავრცელებლად, ჯაშუშობისთვის, მისი საშუალებით განახორციელონ ქსელური შეტევები, დაბლოკონ მონაცემები და საკუთარი საჭიროებისთვის გამოიყენონ.
Cellular Phone Hacking
კომპიუტერების გარდა არანაკლები ყურადღება ესაჭიროება მობილურს. სმარტფონები უფრო და უფრო იხვეწება, თანაც მეტად პორტატულია ვიდრე კომპიუტერი სატარებლად და გამოსაყენებლად. შედეგად, ტელეფონები ახლა საბანკო მონაცემების, გრაფიკების, ელფოსტის და სხვა მნიშვნელოვანი (და მგრძნობიარე) ინფორმაციის შესანახად გამოიყენება და ეს მონაცემები შესაძლოა დაუცველი გახდეს. მობილურის ჰაკერებს მრავალმხრივად შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა მობილურთან მაგ: malware შემცველი აპლიკაციებით, Bluehacking, ტელეფონის მონაცემების კოპირებით, ( phone cloning ) და ა.შ.
Social Media Snooping
ვფიქრობ, აღარავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სოციალური ქსელი ჩვენი ონლაინ ცხოვრების ცენტრია. ხოლო თუ დაუცველი ექაუნთი გაქვთ სუსტი კონფიდენციალურობის პარამეტრებით, ამ შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს სულ მარტივად შეუძლიათ წვდომა იქონიონ თქვენს ანგარიშებზე.
ასევე შესაძლოა დაუდევრობის გამო თქვენი ექაუნთიდან გაჟონოს პირადმა ინფორმაციამ, რაც არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში ჩაგაყენებთ.
Cyberwarfare
კიბერთავდასხმები ძალიან დიდ მასშტაბებს რომ იძენს ამაზე, Stuxnet შემთხვევაც მოწმობს. Stuxnet აღმოჩენა იყო უსაფრთხოების მთელი ინდუსტრიისთვის 2010 წელს. რომელიც პირველად Kaspersky Lab მიერ იქნა აღმოჩენილი. Stuxnet მა მიაღწია SCADA სისტემებს და ვარაუდობდნენ რომ სწორედ ის იყო პასუხისმგებელი ირანის ბირთვულ პროგრამაზეც. მიუხედავად იმისა, რომ არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა ღიად აღნიშნულ კიბერთავდასხმაში მონაწილეობა, ყველაფერი ისრაელ-ამერიკის შეთანხმებას მიაწერეს.
კიბერშეტევები სამთავრობო დონეზე ხორციელდება. მონაცემებისა და დანახაზების, სამხედრო ტექნიკის განლაგებისა და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია სტრატეგიულად სასურველი და რეალურად მოპოვებადია. ყველა ვხვდებით, რომ ინტერნეტ ომი ისეთივე მნიშვნელობის და მასშტაბურობისაა როგორც საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო დაპირისპირება.
ჩვენი პარტნიორები:
|
ყველა პარტნიორი |