|
|
პირადი სივრცე
|
|
რესურსების მართვის უნარი
არ აქვს მნიშვნელობა რა ზომისაა თქვენი ბიზნესი, იგი ყოველთვის შემოიფარგლება ხარჯებით, პერსონალთან დაკავშირებული პრობლემებით, დროის ფაქტორითა და ტექნოლოგიური საკითხებით. „პროექტების მენეჯერებს, რომელთაც საუკეთესოდ შეუძლიათ ზემო აღნიშნულის განხორციელება, ახდენენ ყველაზე დიდ დადებით გავლენას ბიზნესზე“ აღნიშნავს Innotas მარკეტინგის ხელმძღვანელი Tushar Patel.
სხვადასხვა ტექნიკური პლატფორმების / მეთოდოლოგიების ცოდნა
დღესდღეობით საყოველთაოდ ცნობილია, რომ პროექტის მართვის საუკეთესო პროგრამულ უზრუნველყოფად ეჯაილ მეთოდოლოგია ითვლება. წარსულში ეჯაილ მეთოდოლოგია მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გუნდებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა არსებული კომპანიების ნახევარზე მეტი ამ მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს, ტექნიკური პროექტების რაოდენობის ზრდის გამო. აღსანიშნავია, რომ ეჯაილ მეთოდოლოგიას სხვადასხვა ორგანიზაცია სხვადასხვაგვარად იყენებს. ამიტომაც პროექტის მენეჯერებს ზუსტად მოუწევთ განსაზღვრა როგორ უნდა იმუშაონ კონკრეტულ ორგანიზაციაში პლატფორმის მაქსიმალურად სწორად გამოყენებით.
ბიზნესის განვითარებაზე ფოკუსირება
ნებისმიერი პროექტი, რომელიც ხორციელდება კომპანიაში, რა თქმა უნდა ერთის მხრივ ემსახურება იმას, რომ გუნდმა მაქსიმლაურად გამოავლინოს შესაძლებლობები და მიაღწიოს პროექტის მიზანს, თუმცა მეორე მხრივ ბიზნესის განვითარებაში ნებისმიერი ზომის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ შესრულებული პროექტები განსაზღვრავს კომპანიის ფინანსურ ზრდას და დადებითი იმიჯის დამსახურებას ბიზნესწრეებსა და სტეიკჰოლდერთა საზოგადოებაში.
კომუნიკაციის უნარი
„კომუნიკაციის უნარი აუცილებელია, როდესაც პროექტს მართავ“ Hallie Yarger მიხედვით პროექტის მენეჯერებს უნდა შეეძლოთ ნებისმიერი ტიპისა და პროფესიის ადამიანთან ურთიერთობა, ასევე დროული კომუნიკაცია სტაფთან, მომხმარებელთან, სტეიკჰოლდერებთან, პროექტის დამკვეთებთან პროექტის მიმდინარეობის შესახებ.
მართვის უნარი
პროექტის მენეჯერებს უნდა შეეძლოთ როგორც რთულ სიტუაციებში ლავირება, ასევე ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება. "გაუგო და მოიზიდო შენკენ სტეიკჰოლდერები, რომელთაც განსხვავებული ხედვა, ღირებულებები, კომუნიკაციის სტილი, და საჭიროებები აქვთ საკმაოდ რთულია. ვფიქრობ, პროექტის კარგ მენეჯერს ფსიქოლოგიური განათლების ბექგრაუნდიც უნდა გააჩნდეს". "დარჩე კრიზისის მომენტში Multitasker - მნიშვნელოვანი უნარია პროექტის მენეჯერისთვის, დაიყვანო კონფლიქტის შანსი მინიმუმამდე, ეს მთელი ხელოვნებაა. " აღნიშნავს Yarger.
რისკის შეფასების უნარი
"თითოეული IT პროექტი შეიცავს რისკს." მიიჩნევს Yarger. რისკები დიდია მაშინ, როდესაც პროექტის სავარაუდო მოლოდინები არ მართლდება, ასევე რისკი იმისა, რომ პროექტის დასრულების ვადა ე.წ. დედლაინი გადაიწევს.
თუმცაღა, პროექტის კარგი მენეჯერს შეუძლია ყველა საკითხი პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოს რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად.
სწორ ენაზე საუბარი
განსაკუთრებით IT ში კლიენტის ენაზე საუბარი უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ინფორმაციული ტექნოლოგიები საკმაოდ სახასიათო ტერმინოლოგიით გამოირჩევა. ამიტომაც ხშირად ურთიერთობა დამკვეთსა და კლიენტს შორის რთულდება ხოლმე. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ბარიერების არარსებობა ნდობას აღრმავებს და ურთიერთობას ბევრად უფრო მოქნილსა და მარტივს ხდის.
საერთაშორისო გამოცდილება
ამჟამინდელი გლობალური ციფრული გარემო ნიშნავს, რომ პროექტების დაწყება - დასრულება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შეიძლება მოხდეს.
პროექტის მენეჯერები, რომლებიც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობენ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნით სარგებლობენ. „არსებობენ კომპანიები, რომლებიც აყალიბებენ სტანდარტებსა და ტენდენციებს. ხოლო როდესაც ასეთ კომპანიაში პროექტს იბარებ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც შესაბამისად შემდეგ უკვე პოტენციური დამკვეთის ნდობის დამსახურება მოჰყვება“ . აღნიშნავს Yarger.
ჩვენი პარტნიორები:
|
ყველა პარტნიორი |