ონლაინ დახმარება (TeamViewer)
ონლაინ დახმარება (AnyDesk)
Facebook
Geo
Eng
პირადი სივრცე
სიახლეები

რჩევები, რაც თითოეულმა CIO-მ უნდა გაითვალისწინოს მომავალში შესაბიჯებლად...

smartoffice
14-03-2018

Future is Now! – ჭკვიანი ოფისი უკვე რეალობაა!

ჭკვიანი ოფისები წარმოადგენს კორპორატიული გარემოს მომავალს, საინტერესოა ეს მომავალი როგორ გავლენას იქონიებს CIO-ბის როლსა და პასუხისმგებლობაზე ?

5 ყველაზე ცნობილი ექსპერტი გვიზიარებს რჩევებს თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება IT ლიდერებმა მომავალ კორპორატიულ გარემოში.

არანაირი თეთრი დაფები! - კონცენტრირება თანამშრომლების პროდუქტიულობაზე 

"Forrester" მთავარი ანალიტიკოსი J.P. Gowdner ფიქრობს, რომ  ჭკვიანი ოფისი კოლაბორაციის საუკეთესო საშუალებაა, ასევე სუბ-ოპტიმალური ტეექნოლოგიები, როგორიცაა ვიდეოზარისა და ვიდეო კონფერენციის შესაძლებლობა, თანამშრომლებს აძლევს საშუალებას დაზოგონ დრო და ოფისის გარე სივრციდანაც ჩაერთონ სამუშაო პროცესში. ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება როგორიცაა: Surface Hub, Prysm,  Amazon Alexa for Business, Microsoft HoloLens, HTC Vive Pro, ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამული ხელსაწყოების რაოდენობის ზრდა მოქმედებს გუნდის ბევრად ეფექტურ მუშაობაზე.

უბიძგე არსებულ შესაძლებლობას განვითარდეს სმარტ და მიმზიდველ სამუშაო გარემოდ

"Boden"-ის საცალო ვაჭრობის ციფრული დირექტორი  Phill Lewis მიიჩნევს, რომ როდესაც მისმა კომპანიამ ოფისი შეიცვალა, ორგანიზაციამ დიდი ინვესტიცია განახორციელა ახალი ოფისის კეთილმოწყობასა და სწრაფ რეჟიმზე სამუშაოდ გადასვლაში, ტექნოლოგიური ინოვაცია ძირითადად ინფრასტრუქტურულ ელემენტებში გამოიხატებოდა.

  „ზოგჯერ უმცირესი დეტალებიც კი უდიდეს კომფორტს გვიქმნის“ აღნიშნავს Lewis.

უმცირესი დეტალების ავტომატიზაცია უდიდესი კომფორტია სამუშაო სივრცეში მყოფი ადამიანებისთვის, რომელთაც საკუთარი დრო წამებში აქვთ დათვლილი.

დარწმუნდით, რომ სისტემები და სერვისები თავსებადია

"Open Group" მთავარი ტექნიკური ოფიცერი Dave Lounsbury აფრთხილებს CIO-ებს, რომ IoT მნიშვნელოვნად გარდაქმნის სამუშაო სივრცეს. CIO-ები უნდა დარწმუნდნენ, რომ განვითარების მექანიზმები ზუსტად ერგება სამუშაო გარემოსა და თანამშრომლებს. 

Smart Office ტრანსფორმაცია

ამასთანავე საჭიროა აღვნიშნოთ Smart Office თვისებები, რაც ერთნაირად კომფორტულია როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე CIO-თვის. 

ერთიანი კომუნიკაციები: ერთი ნომერი მუშაობს ყველგან, ნებისმიერ აპარატში და უფრო ადვილი, სწრაფი და ეფექტური ხდება კომუნიკაცია. 
Cloud: ყველა მონაცემი ინახება Cloud- ში, ასე რომ მონაცემებზე წვდომა ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. 
SaaS აპლიკაციები: ხელს უწყობს კომპანიების Cloud-ში მოქნილ და ჯვარედინ თავსებადობას.
VPN: იძლევა უსაფრთხო კავშირის საშუალებას ყველგან; კომპანიებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ინჟინრებთან დაკავშირება.
სმარტ პარკინგი: ავტოსადგომზე მარტივი პარკინგი ჭკვიანი პარკირების მართვის სისტემის საშუალებით უსათუოდ უდიდესი კომფორტია თანამედროვე გარემოში მცხოვრები ადამიანებისთვის. 

 

წყარო: http://www.zdnet.com/article/can-a-smart-office-make-your-team-more-productive-too/

ჩვენი პარტნიორები:
ყველა პარტნიორი