ამბები

სიახლეები ტექნოლოგიების სამყაროდან ადამიანურ ენაზე.

დაწერეთ თქვენი ალტერნატიული სახელი აქ

კონსულტაცია

ადამიანები IT ინდუსტრიის ფოკუსში

დაწერეთ თქვენი ალტერნატიული სახელი აქ

მომსახურება

IT მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

დაწერეთ თქვენი ალტერნატიული სახელი აქ

ციფრული ტრანსფორმაცია

ადამიანები, პროცესები, ტექნოლოგიები

დაწერეთ თქვენი ალტერნატიული სახელი აქ

ჩვენი ხედვა

ადამიანი უპირველეს ყოვლისა!

ტექნოლოგიები უნდა მოერგოს ადამიანებს და არა პირიქით. მცირე და საშუალო ორგანიზაციებთან მუშაობისას,

ჩვენი მთავარი ამოცანა ტექნოლოგიების გამოყენების გამარტივებაა. გვჯერა, რომ მხოლოდ ასე გადაიქცევა

IT საზოგადოებისთვის სასარგებლო ძალად.

ამბები

სიახლეები ტექნოლოგიების სამყაროდან ადამიანურ ენაზე.

რა არის IT აუთსორსინგი? - გზამკვლევი ბიზნესებისთვის 2025 წელს

შესავალი


ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება იზრდება. მაგრამ რამდენჯერ შეგხვედრიათ სიტუაცია, როცა კრიტიკული პროგრამა შეფერხდა, მონაცემები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ან ხარჯები გაუთვალისწინებლად გაიზარდა?

ასეთი შემთხვევები არა მხოლოდ აფერხებს პროცესებს, არამედ აზიანებს ნდობასაც. საქართველოში მრავალი კომპანია წლების განმავლობაში აწყდება IT რესურსების მართვის სირთულეებს, რის გამოც განვითარების ნაცვლად მუდმივად პრობლემების მოგვარებაზეა კონცენტრირებული.

IT აუთსორსინგი სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხობს. გამოცდილ პარტნიორთან თანამშრომლობა კომპანიებს საშუალებას აძლევს მიიღონ სტაბილური ინფრასტრუქტურა, მონაცემთა უსაფრთხოება და ხარჯების ოპტიმიზაცია, რაც ზრდასა და განვითარებაზე კონცენტრირებას უზრუნველყოფს.

მაგრამ რას ნიშნავს IT აუთსორსინგი რეალურად და რატომ იქცა ის 2025 წელს სტრატეგიულ ინსტრუმენტად? მოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ განვმარტოთ.


რა არის IT აუთსორსინგი?


IT აუთსორსინგი ნიშნავს IT ეკოსისტემის მართვის გარე პარტნიორზე გადაცემას, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას სისტემების გამართულობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც მარტივ ტექნიკურ დახმარებას, ისე რთულ პროექტებს როგორებიცაა: კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიის შექმნა ან კომპანიის მონაცემთა ცენტრის მოდერნიზაცია.

თუ წლების წინ, IT აუთსორსინგი ძირითადად ხარჯების დაზოგვაზე იყო ორიენტირებული, დღეს ის უფრო ფართო მიზნებს მოიცავს:

  • სტრატეგიული პარტნიორობა - თქვენი ბიზნესის პროფესიონალი მრჩეველი ტექნოლოგიებში
  • ინოვაციური ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვა - AI, ავტომატიზაცია, ქლაუდ ინფრასტრუქტურა.
  • კანონთან შესაბამისობა და უსაფრთხოება - შესაბამისობა ისეთ რეგულაციებთან, როგორიცაა PDPS და GDPR.


ბლოგი

ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორების (CIO) მთავარი პრიორიტეტები 2025 წელს

ტექნოლოგიური კომპანიები მუდმივად აჩქარებენ ტრანსფორმაციის პროცესს, რათა IT ინფრასტრუქტურამაქსიმალურად მოარგონ ბიზნესსა და მომხმარებელთა მოთხოვნებს. შესაბამისად, CIO-ების მთავარიპრიორიტეტები 2025 წელს შემდეგია:  

 

კომერციულად ღირებული AI

 

ხელოვნური ინტელექტი ექსპერიმენტული ეტაპიდან პრაქტიკულ გამოყენებაზე გადადის. CIO-ებიფოკუსირდებიან AI-ის სტრატეგიულ დანერგვაზე, რაც კონკრეტული ბიზნეს-შედეგების მიღწევას ემსახურება. გამოკითხვები ადასტურებს, რომ AI-ს დანერგვამ კომპანიების 85%-ში ოპერაციული ეფექტურობამნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

 


სიახლეები

რა უნდა იცოდეთ დოკუმენტების ციფრული საქმისწარმოების დასანერგად

ბოლო წლებმა აჩვენა, თუ როგორ ეხმარება ციფრული ტრანსფორმაცია ორგანიზაციებს ყოველდღიურ საქმიანობაში. თუმცა, ბევრი კომპანია ჯერაც არ არის მზად, რომ მთლიანად გადავიდეს დოკუმენტურისაქმისწარმოების ციფრულ მექანიზმზე. Adobe-სთვის IDC-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომორგანიზაციების მხოლოდ 1%-მა დაიწყო ქაღალდის ჩანაცვლება ციფრული დოკუმენტაციით, ხოლოყოველდღიურად გამოყენებული დოკუმენტების 32% კვლავ ქაღალდზე სრულდებოდა. რა სახისდაბრკოლებები უშლის ხელს ამგვარი ცვლილების წამოწყებას?


გთავაზობთ იმ ძირითად არგუმენტებს, რომლებიც ხსნის, რატომ უნდა დანერგონ კომპანიებმა ციფრულისამუშაო პროცესები.


1.გაციფრულება ჭკვიანური ინვესტიციაა


ზოგიერთი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ გაციფრულება ძვირი უჯდება როგორც საწყის ეტაპზე, ისეყოველდღიურ და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. თუმცა, რიგ კომპანიებში ქაღალდის დოკუმენტებისგამოყენების შეჩერების შემდეგ — მათ შორის, ბეჭდვა, სკანირება, გადაგზავნა და გამოქვეყნება—მნიშვნელოვნად შემცირდა ხარჯები. გამარტივებული სამუშაო პროცესი ზრდის პროდუქტიულობას დადადებით გავლენას ახდენს მოგებაზე. IDC-ის კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიებს, რომლებიც გაციფრულებისუფრო მაღალ დონეზე იყვნენ, 45%-ით უფრო მაღალი შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე სხვებს.


2.არ არის აუცილებელი, რომ პროცესი იყოს რთული


ხშირად გაიგონებთ, რომ გაციფრულება სირთულესთან არის დაკავშირებული და მოითხოვს სპეციალიზებულპერსონალს. თუმცა, სპეციალისტები ციფრულ სამუშაო პროცესებს ისე ქმნიან, რომ ისინი ყველასთვის მარტივად გამოსაყენებელი იყოს. შედეგად, ავტომატიზაციის დახმარებით ამცირებენ დავალებებისშესრულების დროს და თავს იზღვევენ ერთი და იმავე საქმის რამდენჯერმე გამეორებისგან. მაგალითად, ისეთი პროგრამები, როგორიცაა Adobe Acrobat Sign, შეუფერხებლად ინტეგრირდება Microsoft Teams-თან დასრულყოფილს ხდის ციფრული პროცესებს.

 

ბლოგი

მონაცემთა არქიტექტურის მოდერნიზაცია: წარმატების ძირითადი პრინციპები

მონაცემთა არქიტექტურა განსაზღვრავს ორგანიზაციის მონაცემთა სტრუქტურასა და მართვის რესურსებს. მისი მთავარი მიზანია ბიზნესის საჭიროებებისა და მონაცემების სისტემის მოთხოვნებისურთიერთშეთანხმება. მონაცემთა არქიტექტურის მოდერნიზაცია აუცილებელია AI-ის შესაძლებლობებისგამოსაყენებლად და ციფრული ტრანსფორმაციისთვის, თუმცა, ამ პროცესის სირთულეები სერიოზულგამოწვევებს ქმნის. AtScale-ის დამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი, დევიდ მარიანი, თანამედროვემონაცემთა არქიტექტურის ექვს მთავარ პრინციპს გამოყოფს: 

სიახლეები

კორპორატიული კულტურა და ინოვაცია: მათი ერთიანობა და მნიშვნელობა

ინოვაცია მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებას არ გულისხმობს – ეს არის აზროვნების სტილი, სტრატეგია და კულტურა, რომელიც კომპანიებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება. ინოვაცია საშუალებას გვაძლევს, არასტაბილურ პირობებშიც კი მივაღწიოთ წარმატებას, ხელს უწყობს ლიდერობის განვითარებას და ხელს უწყობს მნიშვნელოვან ცვლილებებს.

Trinetix-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოლექსანდრ სტროჟემინი, რომელიც ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა Coca-Cola-ჩოლა და McDonald's, სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. თავის სტატიაში ის განმარტავს, როგორ შეიძლება ინოვაციის კულტურის ჩამოყალიბება კომპანიებში და რა სარგებელი მოაქვს მას ბიზნესისთვის.

ინოვაციის დანერგვას სათანადო გარემო სჭირდება, რომლის შექმნაც ზოგიერთი კომპანიისთვის დიდი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი რანგის აღმასრულებელი მენეჯერები ხშირად მზად არიან გარე გამოწვევებისთვის, შიდა ბარიერებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათ უნდა გააანალიზონ, თუ როგორია სამუშაო კულტურა კომპანიაში და როგორია სამუშაო პროცესის ანატომია, რათა ინოვაცია დაინერგოს სწორად და ეფექტიანად.

ბლოგი

ადამიანებისა და მანქანების სინერგია: მდგრადობა2025 წელს

2025 წელს IT ინდუსტრია და კომპანიები დიდ ყურადღებას უთმობენ როგორც მდგრად განვითარებას, ისეადამიანისა და ტექნოლოგიების კოლაბორაციას. მათი მთავარი მიზანია, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმარეალური სარგებელი მოუტანოს როგორც ადამიანებს, ისე გარემოს.

სიახლეები

აიტი სფეროს მომავალი: 2025 წლის მთავარი ტენდენციები

2025 წელს აიტი ინდუსტრიას საინტერესო გამოწვევები ელის. მუდმივად ცვალებადი ტექნოლოგიები და ბიზნესის განახლებული მოთხოვნები განვითარების ახალ მიმართულებებს გვიჩვენებენ. გადავწყვიტეთ, 2025 წლის აიტი სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია სწორედ ამ მთავარი ნიშნით მიმოგვეხილა

 

1.ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანათმცოდნეობის (ML) ინტეგრაციები


ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანათმცოდნეობის (ML) ტექნოლოგია ნებისმიერი აიტი ბიზნესისთვის მზარდ მნიშვნელობას იძენენ. ისინი ამარტივებენ და აუმჯობესებენ გადაწყვეტილების მიღებასა და პროცესების ავტომატიზაციას. ამავდროულად, გვთავაზობენ ბიზნესისა და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებულ, პერსონალურ გამოცდილებას. ვინაიდან ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის ინტეგრაციით აიტი ინდუსტრიის ცენტრში სწორედ ადამიანი ბრუნდება, ისინი ძირეულად ცვლიან კომპანიების საოპერაციო სისტემებსა და ზოგად მოწყობას. სწორედ მსგავსი ინტეგრაციაა პრაქტიკული და ქმედითი ძალა ეფექტიანობისა და ინოვაციების დანერგვის ხანგრძლივ, მაგრამ აუცილებელ პროცესში.


მაინც რაშია მათი ინტეგრაციის მთავარი სარგებელი? AI და ML ერთობლივად დიდი მოცულობის მონაცემებს ამუშავებს, აღმოაჩენს ნაცნობი ინფორმაციისა და ქცევის განმეორებად ნაკადებს და მათზე დაყრდნობით ქმნის წინასწარ ვარაუდებსა და პროგნოზებს, რომელთა სიზუსტესაც სხვა საშუალებით ვერ მივაღწევდით. მაგალითად, სამედიცინო სურათის ანალიზის შედეგად ხელოვნური ინტელექტის სისტემას შეუძლია პაციენტის დაავადება ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინოს, ამით გააუმჯობესოს მკურნალობა და დააჩქაროს გამოჯანმრთელება. ამავდროულად, მანქანათმცოდნეობის გამოყენებით შესაძლებელია ბაზრის შემსწავლელი ალგორითმის გამართვა, რომელიც განსაზღვრავს ბაზრის განვითარების ტენდენციებს და გააუმჯობესებს თქვენს საინვესტიციო სტრატეგიებს.


2.ღრუბლოვანი გამოთვლების გაფართოება

 

ღრუბლოვანი გამოთვლები კვლავ აიტი სერვისებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ქვაკუთხედია. 2025 წლისთვის ჰიბრიდულ და მრავალ-ღრუბლიან სისტემებს კიდევ უფრო მეტი კომპანია გამოიყენებს. ეს მეთოდი სისტემის მეტ მოქნილობასა და მასშტაბურობას გვპირდება, რაც კომპანიის აიტი ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. მსგავსი ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს და ქმნის სავარაუდო ზიანის უდანაკარგოდ აღდგენის ტექნიკურ შესაძლებლობას.

ჰიბრიდული ღრუბლოვანი სისტემები ბიზნესს ეხმარება გააერთიანოს საჯარო და კერძო სერვერების უპირატესობები. შესაბამისად, მათ შეუძლიათ უკეთ დაიცვან სენსიტიური ინფორმაცია კერძო სერვერზე და ამავდროულად, ჰქონდეთ წვდომა საჯარო სერვერის ხარჯეფექტიან, მასშტაბურ მომსახურებაზე.

მეორე მხრივ, მრავალ-ღრუბლიანი დაგეგმარება სხვადასხვა პროვაიდერთან წვდომას უზრუნველყოფს და ამ მოქნილობით თავიდან გარიდებთ ჩაკეტილ თანამშრომლობას მხოლოდ ერთ მიმწოდებელთან. ღრუბლოვანი გამოთვლის სისტემების განვითარებასთან ერთად, მათზე მიბმული აპლიკაციების გაძლიერებასა და ეფექტიანი სერვისების ახალ ნაკადსაც მალე ვიხილავთ.

ბლოგი

ხელოვნური ინტელექტი და მონაცემების მართვა - 2025 წლის წამყვანი ტრენდები

2025 წლის განმავლობაში IT ინდუსტრია მნიშვნელოვნად განვითარდება. ინფორმაციის დაცვისა დასერვისების გაუმჯობესებისათვის IT კომპანიები ხელოვნური ინტელექტით შთაგონებული მომხმარებლისიდენტობის სისტემებსა და ინფორმაციის მართვის განახლებულ სისტემებს დანერგავენ. 2025 წლისტენდენციებს ინფორმაციის ნებისმიერ ფასად დაცვის სურვილი განსაზღვრავს. ეს მიმართულებებიბიზნესებს მათი პრობლემების პოტენციურ გადაწყვეტებსა და ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებასსთავაზობს.

სიახლეები


ადამიანზე ორიენტირებული ტექნოლოგიები ბიზნესის ეფექტურობის გასაზრდელად


ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ახალი შესაძლებლობები ჩნდება, რომლებიც დროის ეფექტურად განკარგვაში ეხმარება ადამიანებს. ამასთანავე, თანამედროვე სამყაროში იზრდება დისტანციური კომუნიკაციის მნიშვნელობაც. ეს ეხება ბიზნესსაც, თუმცა, ონლაინ კომუნიკაციას დადებით მხარეებთან ერთად გამოწვევებიც ახლავს.


ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უსაფრთხოება. კომპანიები ცდილობენ იპოვონ ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც მათ გუნდის წევრებთან თუ კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაში დაეხმარება. თუმცა, ხშირად რთულია იმგვარი მოდელის პოვნა, რომელიც სიმარტივისა და დაცულობის გარდა, მათ ყველა სხვა მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს.3


ერთ-ერთ საუკეთესო ტექნოლოგიას, რომელიც თანამშრომლებთან მარტივ და ამასთანავე უსაფრთხო კომუნიკაციას უზრუნველყოფს Microsoft Teams წარმოადგენს. ის აერთიანებს chat-ს,, ონლაინ შეხვედრებს,დოკუმენტების გაზიარებას, ამარტივებს კოლაბორაციას და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოწყობილობიდან.


ამასთანავე, თიმსის AI რუტინულ დავალებებს შენს მაგივრად შეასრულებს და დაგეხმარება მიმოწერების გენერირებაში, შეგახსენებს გამორჩენილ საკითხებსდა Online შეხვედრებზე ტრანსკრიპტებსაც დამოუკიდებლად დააგენერირებს.



ბლოგი

ციფრული ტრანსფორმაციის მართვა: როგორ ავირიდოთ თავიდან კულტურული შოკი

თანამედროვე ბიზნესისთვის აუცილებელია ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია ანალიტიკაში, მანქანურ სწავლებაში, ღრუბლოვან სისტემებსა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ეფექტიანობას, პროდუქტიულობასა და ხარჯების შემცირებას გვპირდება, მისი წარმატება საბოლოოდ ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ ასპექტის უგულებელყოფამ შესაძლოა სერიოზული შეფერხება გამოიწვიოს და ტრანსფორმაცია წარუმატებლადაც დასრულდეს.

სიახლეები

ტექნოლოგიური პარტნიორები

რეალური მაგალითები

რეალური გადაწყვეტები, რეალური ორგანიზაციები და რეალური შედეგები.

ვისაუბროთ

საერთო, გასაგებ ენაზე ვესაუბრებით მათ, ვისაც სულითა და გულით ვემსახურებით.