ონლაინ დახმარება (TeamViewer)
ონლაინ დახმარება (AnyDesk)
Facebook
Geo
Eng
პირადი სივრცე
სიახლეები

"მე ნამდვილად შეშფოთებული ვარ ბიტკოინის მომავლით" - Bitcoin.com დამფუძნებლის განცხადება ციფრული ვალუტის მომავლის შესახებ

12-12-2017

Bitcoin.com დამფუძნებელი და მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ვირტუალური მილიონერი Roger Ver აცხადებს, რომ მომავალში ბიტკოინს მისი ერთ-ერთი „შვილობილი“ ვირტუალური ვალუტა, Bitcoin Cash ჩაანაცვლებს.

“მე ვფიქრობ, მოკლევადიან პერსპექტივაში ბიტკოინს ზრდის დიდი შანსი აქვს, მაგრამ რეალურად რეკლამა უფრო დიდია, ვიდრე მისი რეალური გამოყენებადობა."

განცხადების ავტორი ბიტკოინის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერია, თუმცა დებატებისას „როგორ გავაუმჯობესოთ ბიტკოინის ტრანზაქციის სისწრაფე და მისი ღირებულება“ Ver მა მხარი დეველოპერების იმ მცირე რაოდენობას დაუჭირა, რომლებიც Bitcoin Cash წინ წამოწევას ემხრობიან. 

Bitinfochart მიხედვით, ამ კვირის მონაცემებით 1 Bitcoin Cash = 1369,4848 $

Bitcoin Cash მიმოქცევაში 2017 წლის აგვისტოში ჩაეშვა და უკვე საკმარისად კარგი შედეგები აჩვენა. CoinMarketCap ონაცემებით Bitcoin Cash გაიზარდა 7.5 პროცენტით და 1.370 $  მიაღწია, მის საპირისპიროდ კი ორიგინალი Bitcoin 12,7 პროცენტიანი ზრდით 17.000 $ მიუახლოვდა.  აქედან შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბიტკოინის და მისი „შვილობილი“ კრიპტოვალუტის ზრდისა და ზარალის მაჩვენებლები დაახლოებით მსგავსია. 

აშშ-ში ბიტკოინების ყიდვა-გაყიდვის სფეროში ლიდერი პლატფორმა CoinBase 1 იანვრიდან გეგმავს, რომ მხარი დაუჭიროს Bitcoin Cash განვითარებას, ამასთანავე Roger Ver აცხადებს, რომ მის კომპანიას უკვე შეძენილი აქვს ერთი მილიონი ღირებულების Bitcoin Cash საფულეები.

  Bitcoin Cash სულ უფრო მეტად მყარდება. ვინაიდან კრიპტოვალუტების სამყაროში  რაიმე გარანტიები არ არსებობს, ყოველდღე შეიძლება ველოდოთ უპრეცედენტო სტატისტიკებს,  მარტივი შესაძლებელია, რომ თქვენს მიერ ახლო წარსულში შეძენილი არც ისე ღირებული ვალუტა ხვალ უკვე ათასები ღირდეს. 

წყარო:  https://www.cnbc.com/2017/12/11/bitcoin-jesus-is-really-really-concerned-about-the-  future-of-the-digital-currency.html

 

 

ჩვენი პარტნიორები:
ყველა პარტნიორი