|
|
პირადი სივრცე
|
|
IT ხარჯების შემცირება
აუთსორსინგი აქრობს კომპანიაში მუდმივი თანამშრომლის არსებობის საჭიროებას. მუდმივად გასაწევი ხარჯები: ანაზღაურება, დაზღვევა, კორპორაციული ტელეფონი და ა.შ. ის ვალდებულებებია, რასაც კომპანია მუდმივ თანამშრომელს უწევს, ამის საპირისპიროდ აიტი აუთსორსინგი გაძლევთ საშუალებას ბიუჯეტი მართოთ ბევრად ეფექტურად, მიიღოთ სრულყოფილი მომსახურება ბევრად ნაკლები ხარჯით.
ხარისხი
მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ IT სერვისის სრულად შესრულებას, დგებიან ისეთი პრობლემების წინაშე როგორიცაა: კომპეტენტური კადრების მოძიება, დატრენინგება, სათანადო დროის დათმობა, ბოლოს კი შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი. ამ პროცესებს სჭირდება ბევრად უფრო დიდი ბიუჯეტი, შესაბამისად აუთსორსინგი ყველაზე მისაღები გადაწყვეტილებაა.
ახალი ტექნოლოგიის სწრაფად დანერგვისა და განვითარების უნარი
ექსპერიმენტების დრო არ არის! აიტი აუთსორსერი კომპანიების უპირატესობა ამ კუთხითაც იჩენს თავს, მათ საკმარისი რესურსი (სხვადასხვა კომპეტენციების მქონე პროფესიონალი სტაფი) გააჩნიათ იმისათვის, რომ აიტი პროექტი ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ, როდესაც შიდა პერსონალს შეიძლება ამ პროცესებზე თვეები დასჭირდეს და არც კომპეტენცია აღმოაჩნდეთ საკმარისი.
შრომითი ხარჯების შემცირება
IT აუთსორსინგის გამოყენება კომპანიებს ეხმარება თავიდან აიცილონ ისეთი საკითხები როგორიცაა: IT თანამშრომლების შერჩევა, დაქირავება და ტრენინგი, რაც საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული.
კვალიფიციური არ ნიშნავს გამოცდილს!
წამყვანი კომპანიებისთვისაც კი ეს არც თუ ისე იშვიათი პრობლემაა, ერთი შეხედვით ორგანიზაციის შიდა თანამშრომელი კვალიფიციურია, გავლილი აქვს ბევრი ტრენინგი, სემინარი და ა.შ. ორგანიზაციაში არსებული სამუშაო ხშირად იქცევა ხოლმე რუტინულად და როდესაც ახალი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება დგება, აიტი აუთსორსინგი სთავაზობს კომპანიას პრობლემის მიმართ ახლებურ მიდგომას.
დარჩე ბიზნესზე ორიენტირებული
ბიზნესის მმართველები ძალიან დაკავებულები არიან, მათი დრო ყოველთვის შეზღუდულია. აუთსორსინგი ეხმარება მენეჯერებს, რომ შეინარჩუნონ ყურადღება ბიზნესის მთავარ მიმართულებაზე და IT გადაწყვეტილებები მშვიდად გადააბარონ პროფესიონალებს.
წყარო: https://www.essent.com/News/Blog/The-Top-10-Benefits-of-Outsourcing-IT-through-Managed-Services-284-24.htm
ჩვენი პარტნიორები:
|
ყველა პარტნიორი |