ონლაინ დახმარება (TeamViewer)
ონლაინ დახმარება (AnyDesk)
Facebook
Geo
Eng
პირადი სივრცე
სიახლეები

5 IT უნარი, რომელიც ხშირად შეუმჩნეველია

IT infrastructure
10-01-2018

IBM და Oxford Economic კვლევის მიხედვით, ყოველი 10 ორგანიზაციიდან 7 მიიჩნევს, რომ ეფექტური IT ინფრასტრუქტურა იძლევა კონკურენტულ უპირატესობას, ბიზნესის წარმატების საკითხში. 2012 წლიდან, მცირე კომპანიებზე ჰაკერული შეტევა 300% გაიზარდა, რაც სუსტი ტექნოლოგიის ქონის და უსაფრთხოების დაბალი სტანდარტების შედეგია. 

როდესაც კომპანია მცირე ან სტარტაპის ზომისაა, მისი ტექნოლოგიურად აღჭურვა რაიმე დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, თუმცაღა ბიზნესის წარმატებულად ოპერირების შემთხვევაში იზრდება კომპანიის ზომა და შესაბამისად ოპერაციათა სირთულე და მრავალფეროვნება. შედეგად საჭიროა ინფრასტრუქტურული ზრდა, რომელიც რამდენიმე უნარს საჭიროებს.

განვიხილოთ 5 აიტი უნარი, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება:

Process Management 

კომპანიათა უმრავლესობაში არ არსებობს პროცესების მენეჯერი და აიტისთან დაკავშირებული პროცესები თავისთავად მიედინება. პროცესის მართვა გულისხმობს IT ინფრასტრუქტურის დაგეგმვას, შესრულებასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებულ აქტივობებს. აღსანიშნავია, რომ Process Management უნარებს შეუძლია ორგანიზაციის ეფექტურობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. 

Problem Management

IT support გუნდის მთავარი მოვალეობა ე.წ. Troubleshootingია, რაც კლასიკურად პრობლემის მოგვარებად ითვლება, თუმცა Poblem Management ბევრად უფრო ღრმა შინაარსს ატარებს ვიდრე Troubleshooting, იგი მოიცავს პრობლემის ღრმად გაანაალიზებას, ინფორმაციის შეგროვებას პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, შემდგომ კი გეგმების შემუშავებასა  პრევენციულ რეაგირებას.

 Analytical Skills

IT ინფრასტრუქტურის მცოდნე პერსონალი გამოცდილია computer networking, data organization და structures, აქვს hardware და software უნარები. თუმცა, ერთ-ერთი ძირითადი უნარ-ჩვევა, რომელიც ხშირად არ არის ხაზგასმული, არის ანალიტიკური უნარი.  IT ინფრასტრუქტურის მენეჯმენტში აუცილებელია ანალიტიკური უნარების ქონა, რადგან ის ამარტივებს პრობლემის გადაჭრის გზებს და  კომპლექსურ გარემოში კომპლექსურად აზროვნების საშუალებას იძლევა. 

 Collaboration

სრულად აღჭურვილი საკონფერენციო ოთახები, თანამედროვე სმარტფონები, ონლაინ კონფერენციები, დახვეწილი აპლიკაციები საშუალებას იძლევა კავშირი უფრო განვითარდეს. "მუშაობა ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან" ჩამოყალიბებული კულტურა აიძულებს სპეციალისტებს დახვეწონ საკუთარი Collaboration უნარები.

Mobile Device Management  

სმარტფონების, ლეპტოპების, ტაბლეტების და მსგავსი მოწყობილობების გამოყენების ხვედრითი წილი სულ უფრო მზარდია. ამიტომაც მნიშვნელოვანია მობილური მოწყობილობების ცოდნის უნარი, დარგში არსებული ხარვეზების სწრაფად გამოსწორებისთვის. 

 

 

წყარო: https://www.techopedia.com/5-it-infrastructure-skills-that-are-often-overlooked/2/32098

ჩვენი პარტნიორები:
ყველა პარტნიორი