|
|
პირადი სივრცე
|
|
ტურისტებს სჭირდებათ უფრო მეტად ტექნოლოგიური გარემო, ვიდრე დღეს ამის დაკმაყოფილება საქართველოს შეუძლია.
არსებობს ტურიზმის მსოფლიო რუკა რომელიც ინტერნეტის სიჩქარის მიხედვითაა შედგენილი. ჩვენი მაჩვენებელი ამ რუკაზე 8.4 ია. ეს მონაცემი მეტია თურქეთის, ყაზახეთის, სომხეთის, კვიპროსის და ა.შ. მაჩვენებლებთან, მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლებია რუსეთის, უკრაინის, ლიტვა, ლატვიის, პოლონეთის და ა.შ. მაჩვენებლებზე. 8.4 ცუდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ მთავარი მისი მართვაა. სტატისტიკურად კი სწორედ ბოლოს აღნიშნული ქვეყნების მცხოვრებლები შეადგენენ ჩვენი ქვეყნის ტურისტების უდიდეს პროცენტულ რაოდენობას.
შემოსული ტურისტები იღებენ დაბალი ხარისხის ინტერნეტს და შესაბამისად სეზონიდან სეზონამდე უკმაყოფილება მატულობს.
ამის დასაბუთება კი მარტივად Booking.com და Tripadvisor ის დახმარებითაა შესაძლებელი. ამ კონკრეტულ საიტებზე ტურისტებს საშუალება ეძლევათ შეაფასონ თითოეული სასტუმროსა და კვების ობიექტის რეიტინგი სხვადასხვა კრიტერიუმით.
თუ გადავხედავთ რეიტინგებს აღმოვაჩენთ, რომ მათი უმრავლესობა ყველაზე მეტად კომუნიკაციის პრობლემას განიცდის. მაგ: ინტერნეტის ხარისხი სასტუმროს ნომერსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დაჯავშნების ავტომატიზაცია, ტელეფონი, არასაკმარისი ტურისტული - საინფორმაციო დაფები და ა.შ.
ეს რეიტინგები და შეფასებები პირდაპირ აისახება სასტუმრო ინდუსტრიის შემოსავლიანობაზე, რადგან ადამიანები სულ უფრო მეტად დამოკიდებულნი ხდებიან ერთმანეთის რეკომენდაციებზე, ყურადღებით აკვირდებიან რევიუებს და უმრავლეს შემთხვევაში სწორედ რევიუებით იღებენ გადაწყვეტილებას რომელ სასტუმროს მიანიჭონ უპირატესობა.
ქვეყანაში შემოსული ტურისტების მაჩვენებელი ყოველწლიურად მატულობს, შესაბამისად იზრდება დატვირთვა, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. აღსანიშნავია, რომ რეგიონები ამ მხრივ განსაკუთრებულ მწვავე პრობლემად ითვლება. ინტერნეტ პროვაიდერებს არ აქვთ ათვისებული ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი ზონები: მაღალმთიანი კურორტები, სადაც ინტერნეტის დაფარვა კრიტიკულ მდგომარეობაშია, აგრეთვე სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორია.
ფაქტია, რეგიონები IT სპეციალისტებით განებივრებულნი არ არიან, ამიტომაც ხშირად იქმნება პრობლემები, განსაკუთრებით ქართული საშუალო და მცირე ბრენდების ქვეშ გაერთიანებულ სასტუმროებში.
ამ სასტუმროებისთვის აიტის კუთხით ჩნდება რამდენიმე დილემა:
მოცემულ შემთხვევაში აუთსორსინგი საუკეთესო გამოსავლად ითვლება. IT აუთსორსინგი პოპულარული და მისაღებია, იმიტომ რომ გააჩნია საკუთარი ბენეფიტები: ხარჯების ოპტიმიზაცია და საქმის პროფესიონალურად შესრულების უნარი. ეს ორი ფაქტორი კი ზუსტად ზემოთ აღნიშნულ დილემებს პასუხობს.
ჩვენი პარტნიორები:
|
ყველა პარტნიორი |