ონლაინ დახმარება (TeamViewer)
ონლაინ დახმარება (AnyDesk)
Facebook
Geo
Eng
პირადი სივრცე
სიახლეები

როგორ აღმოვაჩინოთ რა მონაცემები აქვს Googleს ჩვენს შესახებ?

what google knows about us
16-02-2018

თუ იყენებთ Google-ის ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა Gmail, Google Search ან თუნდაც Android ტელეფონი, Google აგროვებს თქვენს მონაცემებს, რათა მაქსიმალურად მოახდინოს მომხმარებელზე რეაგირება.  

ნათელია რომ გუგლს საოცარი უსაფრთხოების პოლიტიკა აქვს, მაგრამ წარმოუდგენლად საინტერესოა რამდენი მონაცემი და ინფორმაციაა სწორედ ამ კონფიდენციალურობის მიღმა.

რა იცის გუგლმა ჩვენ შესახებ:

  1. სახელი, სქესი, დაბადების თარიღი.
  2. მობილური ტელეფონის ნომერი.
  3. რა მოვძებნეთ ბოლოს გუგლის საძიებო სისტემაში.
  4. რომელ ვებსაიტებს ვათვალიერებთ ყოველდღიურად.
  5. სად ვმოგზაურობდით ბოლო რამდენიმე წელიწადი
  6. სად ვმუშაობთ
  7. სად ვცხოვრობთ
  8. რას ვეძებთ და ვუყურებთ იუთუბზე
  9. Google assistant დახმარებით რა აქტივობებს ვახორციელებთ. 

            საიდან „ხვდება“ Google სად ვიმყოფებით?

Google Location Page სრულად აჩვენებს, სადაც ყოფილხართ წლების განმავლობაში, პლუს თქვენი სამსახურის და სახლის მდებარეობას, რა თქმა უნდა თუკი ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელ მაინც მოგინიშნავთ ადგილმდებარეობა Google Mapზე.

როგორ შევაჩეროთ ჩვენს მდებარეობაზე წვდომა: “location history page”  გვერდის ბოლოს დააწკაპუნეთ “Pause Location History”

გადახედეთ საკუთარ აქტივობებს Google ში

Google ყურადღებით აგროვებს და აანალიზებს  ინფორმაციას იმ კითხვებიდან, რასაც Google assistant უსვამთ, ასევე იმ საიტებიდან, რომელსაც ხშირად ათვალიერებთ.

ეწვიეთ Google My Activity  გვერდს სრული ისტორიის სანახავად.

გადახედეთ თქვენს Youtube აქტივობებს

Google ასევე ინახავს  თქვენს Youtube Search ძიებისა და Youtube Watch-ის ისტორიას. 

შეგიძლიათ შეზღუდოთ Google ის "ინფორმირებულობა" თქვენს შესახებ

გსურთ შეზღუდოთ Google ის  წვდომა  თქვენს ნებისმიერ აქტივობაზე? ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გუგლის Privacy Checkup Tool. ასევე Activity Page დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი ჩანაწერის ისტორია გაასუფთავოთ.


საბოლოო ჯამში, Google გვპირდება, რომ ის არ ავრცელებს ჩვენს მონაცემებს, არამედ იყენებს ინფორმაციას მაქსიმალურად რელევანტური რეკლამის შემოსათავაზებლად, იქიდან გამომდინარე რას ვათვალიერებთ ყოველდღიურად ვებსაიტებზე. 

 

წყარო:  https://www.cnbc.com/2017/11/20/what-does-google-know-about-me.html

 

 

 

ჩვენი პარტნიორები:
ყველა პარტნიორი