|
|
პირადი სივრცე
|
|
„ვადა იწურება, მხოლოდ რამდენიმე საათი დარჩა პროექტის საბოლოო ვერსიის ჩაბარებამდე, პულსი მატულობს, გონება იძაბება... მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ facebook-ზე ხართ და სქროლავთ.
შენ, ჩემო მეგობარო დროის მართვის უკეთესი უნარები გჭირდება!“
ამ ნაწყვეტს თვალი მაშინ მოვკარი, როდესაც გუგლში უმიზნოდ დავხეტიალობდი და რეალურად პროექტის მოახლოებული დედლაინი მეც იგივე შეგრძნებებში მაგდებდა, რაც ასე ზუსტად ჰქონდა აღწერილი უცნობ ბლოგერს.
დროის მენეჯმენტზე ფიქრი და მისი განაწილება ადრეული ასაკიდან იწყება, როდესაც სკოლაში მივდივართ, იქიდან მოყოლებული ბუნებრივად ვთვლით და ვგეგმავთ უკვე რომელ საათამდე უნდა მოვრჩეთ გაკვეთილების სწავლას, რომ განსაზღვრულ დროს მეგობრებთან ერთად მოვასწროთ თამაში ეზოში.
კარიერული წინსვლის საფეხურზე დროის მენეჯმენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიზნების მისაღწევად. სამუშაო დროის ეფექტური დაგეგმვა პირდაპირ პროპორციულად აისახება წარმატების ზრდაზე, მატულობს თვითრწმენა და შესრულებული სამუშაოთი გამოწვეული სიამაყის შეგრძნება.
ეიზენჰაუერმა 1954 წელს საკუთარ გამოსვლაში ასეთი რამ თქვა: „მე მაქვს პრობლემის ორი ტიპის განსაზღვრება: „სასწრაფო“ და „მნიშვნელოვანი.“ სასწრაფო ყოველთვის არ ნიშნავს მნიშვნელოვანს და პირიქით მნიშვნელოვანი არასოდეს არის სასწრაფო.“
ამ პრინციპს ეიზენჰაუერის პრინციპი ეწოდება და აღნიშნავს დროის მართვის პრიორიტეტიზაციას.
პარეტოს პრინციპი
პარეტოს პრინციპის მიხედვით რეალურად საქმეების 20% მოაქვს 80% იანი შედეგი. სწორედ ეს 20%ია პრიორიტეტული, რომელზეც დრო უნდა დავხარჯოთ.
მაგალითად, ამ წესის თანახმად, თქვენი საქმიანობის 20% თქვენი შედეგების 80% -ს შეადგენს. თქვენი კლიენტების 20% თქვენი გაყიდვების 80% -ს შეადგენს. თქვენი პროდუქციის ან მომსახურების 20%ს მოაქვს თქვენი მოგების 80%. თქვენი ამოცანების 20%ით შევაფასებთ იმ 80% -ს, რასაც აკეთებთ და ასე შემდეგ.
კიდევ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თუ გაქვთ აღებული 10 საორიენტაციო საქმე შესასრულებლად, პროცენტულად მხოლოდ 2 მათგანს შეუძლია მატერიალური და მორალური ღირებულების მოტანა დანარჩენი 8ისგან განსხვავებით,
ზემო აღნიშნულის სწორად გათვლა კი დროის პრიორიტეტიზაციის ყველაზე მაღალ დონედ ითვლება.
ისწავლეთ „არა“ თქმა
დიახ, დიახ რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ „არა“- ს თქმით ზოგჯერ უფრო ნაყოფიერად კეთდება ყველაფერი, ვიდრე თანხმობით.
როგორი მნიშვნელოვანიცაა გუნდურ მოთამაშედ ყოფნა, ასეთივე მნიშვნელობის მატარებელია პრინციპულობის შენარჩუნებაც რიგ შემთხვევებში. ადამიანებს უნდა შეეძლოთ იმის გააზრება, რომ გარკვეულ მომენტებში მათ მოთხოვნებს ვერ შეასრულებთ, რადგან შესაძლოა საკუთარი მეტად პრიორიტეტული საკითხი გაიფუჭოთ.
გამოიყენეთ 4D სისტემა:
Delete - წაშალე კონკრეტული საკითხი To do ჩამონათვალიდან, იქნებ ის სულაც არაა ისეთი პრიორიტეტული როგორადაც აღიქვამ ? (80%-20% წესი)
Delegate - დელეგირება. საკითხების დელეგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქმის წარმატებულად ფუნქციონირებაში. გადახედეთ კარგად, იქნებ ეს თემა სულაც არ მოითხოვს ამდენი ძალისხმევის დახარჯვას და შესაძლოა ის რომელიმე თანამშრომელმა შეასრულოს, თქვენ კი ამასობაში უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე შეძლოთ გადართვა.
Do it now - პირველი უნდა გაკეთდეს ის საქმე, რომელიც ყველაზე არასასიამოვნოდ გვეჩვენება და ყველაზე მეტ შფოთსა და დაძაბულობას გვიქმნის. ასეთი საკითხის მოშორების შემდგომ ვგრძნობთ რომ ყველაფერი დალაგდა და მშვიდად შეგვიძლია დარჩენილ საკითხებს მივუბრუნდეთ.
Defer - გადადება, თუკი საკითხი გართმევთ ბევრ დროს და ის არც ისე მნიშვნელოვანია, ჩათვალეთ რომ ამ საქმის გადადებით შესაძლოა დრო უფრო პროდუქტიულადაც გამოიყენოთ ვიდრე ეს თავიდან წარმოგედგინათ.
შეჭამე ბაყაყი
ნაწყვეტი ბრაიან ტრეისის წიგნიდან: „წარმოიდგინეთ რომ ყოველ დილას პირველი რასაც აკეთებთ ეს ცოცხალი ბაყაყის ჭამაა, ჩათვალეთ დარჩენილი დღე უკვე კარგად ჩაივლის, რადგან რა შეიძლება მოხდეს იმაზე უარესი, ვიდრე ცოცხალი ბაყაყის საუზმეზე მირთმევა....“
ცოცხალი ბაყაყი ამ შემთხვევაში არის ის დავალება, ამოცანა, რომელიც უდიდეს გავლენას მოახდენს თქვენი სამომავლო მიზნების შესრულებაზე და სწორედ ამიტომაც შეიძლება მოგეჩვენოთ ის ყველაზე მიუღწევად და შესასრულებლად საშინელ საქმედ.
ჩვენი პარტნიორები:
|
ყველა პარტნიორი |