ონლაინ დახმარება (TeamViewer)
ონლაინ დახმარება (AnyDesk)
Facebook
Geo
Eng
პირადი სივრცე
სიახლეები

ქალთა როლი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში

woman in tech
18-04-2018

ქალთა რაოდენობა და როლი ტექნოლოგიებში არასოდეს ყოფილა ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც ახლა და მაინც, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ქალთა და მამაკაცთა პროფესიული გადანაწილება პროცენტულად 80%-20%ია, სადაც გასაკვირი არაა 20% ვის ეკუთვნის.

Indeed გამოკითხა ინდუსტრიაში დასაქმებული 1000 ქალი, თუ რამდენად აკმაყოფილებდათ მათ დამსაქმებლისგან შექმნილი პირობები და რამდენად სრულუფლებიან სამუშაო  გარემოში გრძნობდნენ თავს.

გაირკვა, რომ:  

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დასაქმებულ ქალთა მხოლოდ 49% თვლის, რომ მათ ისევე სრულუფლებიანად ეპყრობიან, როგორც მათსავე სფეროში დასაქმებულ მამაკაცებს.  – indeed 2018
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებში დასაქმებულ ქალთა 36% მიიჩნევს რომ პოზიციასთან შედარებით მათ უხდიან ბევრად ნაკლებს, ვიდრე ეს მამაკაცის აყვანის შემთხვევაში მოხდებოდა.  – indeed 2018.

 თუმცა კვლევისას დადებითი ნიშნებიც გამოიხატა, დასაქმებულთა 80% აღნიშნა, რომ მათ კომპანიებში სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე ქალები დომინირებენ, მაგრამ რამდენად სრულუფლებიანად თვლიან თავს მსგავს პოზიციაზე მყოფ მამაკაცებთან შედარებით, ეს კიდევ უფრო საინტერესო და საგულისხმო ფაქტია.

Sue freas პროგრამული უზრუნველყოფის დირექტორი Appriss -ში თვლის, რომ ქალები საუკეთესო მენეჯერები არიან მათი ემოციური ინტელექტიდან გამომდინარე.

„აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტში მოხვედრისას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მენეჯერს დაემართოს ე.წ. ღრმულების გაჩენაა, საინფორმაციო ტექნოლოგიების მმართველობით სამყაროში კი ეს ღრმულები ძალიან სწრაფად იზრდება და დროულად ვერ მოგვარების შემთხვევაში უდიდეს პრობლემად გადაქცევა შეუძლია. 

"Freas მენეჯერის პოზიციაზე მოხვედრილ ქალბატონებს ურჩევს, მოემზადონ იმისათვის, რომ ხშირად შეხვედრებსა თუ თათბირებზე შესაძლოა მხოლოდ ერთი ქალი აღმოჩნდეს გადაწყვეტილების მიმღებ დიდ გუნდში, რაც თავისთავად თავდაჯერებულობასა და პასუხისმგებლობას გრძნობას ამძაფრებს, სულ უფრო ბევრნი და ინტენსიურად მოემზადონ პროფესიული სტიგმის დასანგრევად, ვინაიდან გარემო იცვლება და თანაბარმნიშვნელოვნად ადაპტირებადი ხდება როგორც ქალებისთვის ისე მამაკაცებისთვის"

ასე რომ Freas გვირჩევს „Be The Game Changer!” ))

 

წყარო: 

 

https://goo.gl/p2Wg3N

https://goo.gl/JNHXK6

                    

ჩვენი პარტნიორები:
ყველა პარტნიორი