ონლაინ დახმარება (TeamViewer)
ონლაინ დახმარება (AnyDesk)
Facebook
Geo
Eng
პირადი სივრცე
სიახლეები

როგორ დავსაქმდეთ საოცნებო აიტი სამსახურში? რჩევები გამოცდილი აიტი ლიდერებისგან

IT business
25-04-2018

დასაქმება IT სფეროში, რომელიც სავსეა ახალი შესაძლებლობებით  მუდმივი წინსვლისა და განათლებისთვის, არ ნიშნავს მხოლოდ კარგ სამსახურს, ეს ნიშნავს IT კადრებისთვის საუკეთესოდ მორგებულ პროფესიონალურ გარემოს და იმის კეთებას, რაც ნამდვილად სურთ.

ისმის კითხვა: როგორ მოვხვდეთ ასეთ სამსახურში?

იხილეთ აიტი სფეროში მოღვაწე ლიდერების რჩევები:

 

 იყავი რისკიანი !

 Doug Bordonaro, Chief Data Evangelist, ThoughtSpot

„როდესაც ვაკვირდები განვლილ კარიერას ვითვლი იმ შესაძლებლობებს, რამაც ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მაიძულა. როდესაც შევუერთდი ThoughtSpot, ეს იყო ახალბედა სტარტაპი ნულოვანი მომხმარებლებით“ აღნიშნავს Bordonaro.  

არსებული კომფორტის ზონიდან გამოსვლის პროცესი ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წარმატების მისაღწევად. ისწავლეთ გარისკოთ, რომელიც მუდმივი დინამიკისკენ გიბიძგებთ.  ან გაიღვიძოთ ერთ დღეს და გაანალიზოთ რომ კომფორტის ზონაში დარჩენამ ძალიან ბევრი შესაძლებლობა დაგაკარგვინათ“  

 

აკეთეთ ის, რაც გიყვართ!

 Shelley Westman, Principal and Partner, EY Cybersecurity

"სამსახურში ყოველდღიურად  ვმუშაობთ ბევრს ხშირად იმისთვის, რისი კეთებაც საერთოდ არ მოგვწონს, ამ დროს კი არ უნდა დაგვავიწყდეს რომ საკუთარი თავის ძიება გვიანი არასდროსაა. მე მივატოვე პრაქტიკა იურიდიულზე და დღესდღეობით ერთ ერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის სათავეში ვდგავარ. გვიამბობს Shelley Westman EY Cybersecurity მმართველი პარტნიორი."

 

აქციე სწავლა მუდმივ პროცესად!

Cristian Renella, CTO, oMelhorTrato

„ცხრა წლიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ოცნების სამსახურის მისაღწევად საჭიროა დღეში ერთი საათი დაუთმოთ რაღაც ახლის შესწავლას. ამით იფართოებთ კარიერულ თვალსაწიერს და იღებთ ცოდნას, რომელიც წლების შემდგომ თქვენს საოცნებო პოზიციაზე მუშაობისას ყველაზე კვალიფიციურ პროფესიონალად წარმოგაჩენთ.“

განვითარება და ნეთვორქინგი

Nate Masterson, IT Manager for Maple Holistics

"თუ უკვე მუშაობთ აიტიში, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეთ ოცნების სამსახური..

  • ცადეთ სერტიფიცირება თქვენს ან თქვენთვის საინტერესო სფეროში, სერტიფიცირება კარგი საშუალებაა კარიერაში მაღალ დონეზე გადასასვლელად.

 

  • არანაკლებ მნიშვნელოვანია ნეთვორქინგი, ძალიან ცოტა სფეროა ნეთვორქინგზე ისე დამოკიდებული, როგორც ტექნოლოგიების სფერო. ხშირად იარეთ დაგეგმილ ღონისძიებებზე, თვალყური ადევნეთ სოციალურ ქსელებში მიმდინარე აქტივობებს. დაიმახსოვრეთ რომ ყველა კომპანიას სჭირდება პროფესიონალი აიტი კადრი."  

 

 ითხოვეთ რჩევები, მაგრამ ნუ გაითვალისწინებთ ყველა მათგანს.

 Shelley Westman, Principal and Partner, EY Cybersecurity

 "ერთ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული რჩევებისა და აზრების მოსმენა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, გარკვეული სიცარიელეების შესავსებად ან თუნდაც პრობლემის ახლებურად დანახვისთვის, თუმცა ბუნებრივია ყველას რჩევას ვერ გავითვალისწინებთ.  მიღებული რეკომენდაციების, უკუკავშირის კრიტიკულად გაანალიზება დაგეხმარებათ შეხედოთ საკუთარ პრობლემას გვერდიდან და მიიღოთ მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილება."

 

 

 

წყარო:  https://goo.gl/K1Kmdv

 

ჩვენი პარტნიორები:
ყველა პარტნიორი